"კარს არ მიღებდა, მაინც გავაღებინე...თითებზე ჰქონდა ჭრილობა" - 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ძებნილი ბიჭის შეყვარებულის ჩვენება

19 წლის ბიჭის საქმე

მიმდინარე წლის 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 19 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი სოფელში მეგობრებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა, ერთ კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

იმ პირის ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩავიდა.

კაცმა ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდა. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში წავიდა. 

19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

სასამართლო სხდომაზე ჩვენება ძებნილი, გიორგი ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის შეყვარებულმა, ელენე დოლიძემ მისცა. 

დოლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მოზარდები სუფრაზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, სახლიდან გავიდნენ და გაქრნენ. მოწმის ჩვენებიდან გაირკვა, რომ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი კონტაქტზე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოვიდა. 

დოლიძის ჩვენებით ბაჟუნაიშვილი მას რამდენიმე საათიანი გაუჩინარების შემდეგ თავად დაუკავშირდა და უთხრა რომ სარდაფში შხაპს იღებდა.

„დავუწყე კაკუნი კარზე, ის არ მიღებდა. მოხდა ისე, რომ მაინც გავაღებინე კარი. შევედი, დავათვალიერე და არაფერი საეჭვო ვითარება არ ყოფილა. თითებზე ჰქონდა ჭრილობა. რომ ვკითხე, საიდან გაჩნდა ჭრილობა მის ხელზე, მიპასუხა, რომ წავიქეციო...“ - ამბობს ელენე დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

VIDEO: „ჩემი ბიჭი...“ - ემოციური შეხვედრა დედასთან, როდესაც მამის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო