Exclusive: „მე მაინც მკვდარი ვარ და ამ ტკივილს ვერაფერი გამინელებსო...“ - მამის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის ადვოკატის ინტერვიუ, უპრეცედენტო ვერდიქტის შემდეგ

ვერდიქტი

„კახას დაურეკეს, სასწრაფოდ მისულიყო სახლში, რადგან მამამისი აწიოკებდა ოჯახს, შინ დაბრუნებულს დანა მოუქნია, მან წაართვა, ამ დროს მამამ მაისურზე მოქაჩა და..." - უცნობი დეტალები როგორ შემოაკვდა 21 წლის ბიჭს სიმთვრალით გაგიჟებული მამა

რამდენიმე დღის წინ, უმძიმეს საქმეზე, მსაჯულებმა უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანეს. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 21 წლის კახა კობახიძე მამის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო.

სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაბნის რაიონში 48 წლის კაცი შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა.

კახა კობახიძის ადვოკატი, მარიამ გალჩევა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საქმის მიმდინარეობაზე და გასულ რთულ 7 თვეზე საუბრობს, რომელიც ბრალდებულთან ერთად მისმა უფლებადამცველებმა გამოიარეს.

„ძალიან რთული და დატვირთული 7 თვე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, გამოვკითხეთ მთელი სოფელი. ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნებოდა ისეთი, ვინც ნეგატიურ კონტექსტში დაახასიათებდა ბრალდებულს, ან თუნდაც მის დედას და ძმას.

ერთი მეზობელიც კი არ მოიძებნებოდა, ვისთანაც ღამე არ ჰქონდა გათეული ბრალდებულის დედას. რადგან, მამის თითქმის ყველა დალევა ტრაგედია იყო ამ ოჯახისთვის. სიფხიზლეში არ იყო ცუდი ადამიანი, როგორც მეზობლები ამბობენ. იყო არა ერთი მცდელობა, როცა მეზობელსაც გაუვარდა დანით.

რაც შეხება უშუალოდ იმას, თუ რა მოხდა შემთხვევის დღეს. ქელეხი ჰქონდათ სოფელში, იქ დალია გარდაცვლილმა, იქვე დაიწყო ეს კონფლიქტი, წამოვიდნენ სახლში და ცოლზე გადაიტანა მთელი აგრესია. ქალი მეზობელთან გაიქცა, სახლში რომ დარჩენილიყო და შვილი არ მისულიყო, დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა.

ჩვეული შემთხვევა იყო, დანით სცადა შვილის მოკვლა. ეს იყო აუცილებელი მოგერიება ბრალდებულის მხრიდან.

ვერ ვიტყვი, რომ იმედიანად ვიყავი ეს 7 თვე, თუმცა, იმის იმედი ნამდვილად გვქონდა, როდესაც ნაფიცი მსაჯული მოისმენდა მტკიცებულებებს, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიეღო. შურისძიების მოტივზე ხდებოდა ბრალდების მხრიდან აპელირება. ნაფიცი მსაჯულების ასეთი ჩართულობა სასამართლო პროცესებზე არ მინახავს, ზღვა კითხვები ჰქონდათ.

ამ ოჯახში დედა და ბავშვები მამის მხრიდან უმძიმესი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. დაღუპული ახალი გამოსული იყო ციხიდან. 2020 წელს დაიჭირეს. წარსულში რამდენიმე  საქმეზე იყო ნასამართლევი: ქურდობა, ძარცვა ძალადობრივი ქმედებები, პოლიციელზე თავდასხმა.

როდესაც ბრალდებულს შევხვდი ციხეზე, სულ პირველად ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა, ერთი კვირის მანძილზე საერთოდ არ ეძინა, დღემდე ასეა, ძლივს ესწრებოდა პროცესებს.

როცა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება მოისმინა თქვა: რაც არ უნდა მოხდეს და რა შედეგიც არ უნდა დამდგარიყო, მე ისედაც მკვდარი ვარ, რადგან ვერასოდეს ვერ გამინელებს იმ ტკივილს, რა ტკივილიც ახლა მაქვსო" ,- თქვა მარიამ გალჩევა.

როგორც ადვოკატი მარიამ გალჩევა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 109-ე მუხლით ედავებოდნენ ოჯახის წევრის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ედავებოდნენ შურისძიების მოტივით დანაშაულის ჩადენას, თუმცა ეს ვერ დაადგინეს, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

სამუდამო პატიმრობა მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე 2 წელი სექსუალურად ძალადობდა - საზარელი ძალადობის დეტალები