გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის. ამის შესახებ, დღეს 28 წლის მამაკაცის ადვოკატმა, თელავში, საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბრალდებულმა უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზეც, რომლის არჩევის შესაძლებლობა მას საქმის კვალიფიკაციის გამო ჰქონდა.
სასამართლო პროცესები თელავის რაიონულ სასამართლოში დახურულია, რადგან საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება.
14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 6 ოქტომბერს მოკლეს.
გამოძიების მტკიცებით, გოგონა იმ მამაკაცმა მოკლა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრალდებულმა ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება მამაკაცს განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება.
საქმის ფარგლებში სულ ხუთი პირია დაკავებული. საქმის არსებითი განხილვა, თელავის რაიონულ სასამართლოში 21 იანვარს დაიწყება.