დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
„საკმარისი ძალა მოვიკრიბე და ამას აუცილებლად მივიყვან ბოლომდე...“ - ბაბი კირკიტაძე გამოკითხვაზეა
სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა - გაფრთხილება მძღოლებს
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამის დაწერა თუ მომიწევდა...“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს