„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
ესპანეთში, მასობრივი ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 30, 31 და 36 წლის მამაკაცები ვალენსიაში აიყვანეს. პოლიცია მათ ათზე მეტი სახლის ძარცვას ედავება, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ რეალურად ძარცვის მასშტაბები გაცილებით დიდია.
დაკავებული ქართველების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ძვირფასეულობა, ნაღდი ფული და ის ხელსაწყოები, რომლითაც ისინი სახლის კარს დაზიანების გარეშე ხსნიდნენ.
აღმოჩნდა, რომ მათ მოწყობილი ჰქონდათ სახელოსნო, სადაც საკეტებისთვის სპეციალურ გასაღებებს ამზადებდნენ. დაკავებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.