რა არის HMPV და რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს

HMPV ახალი ვირუსი

კორონავირუსის გავრცელებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდას. ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.

მედიის ცნობით, რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდის გამო, სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია. ქვეყანაში ახალი ვირუსი მეტაპნევმოვირუსი (HMPV) დაფიქსირდა. მისი შემთხვევები ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში ამ ზამთარში, განსაკუთრებით ბავშვებში დაფიქსირდა.

რა არის HMPV?

მეტაპნევმოვირუსი, ან HMPV, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს გაციების და გრიპის მსგავს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მართვადია, მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებები, როგორიცაა პნევმონია, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში.

რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?

👉 ხველა

👉 ცხელება

👉 ცხვირით სუნთქვის გაძნელება

👉 დაღლილობა

👉 ინკუბაციური პერიოდი სამიდან ექვს დღემდე

Covid-19-ისგან განსხვავებით, HMPV-ს ვაქცინა ან სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას.

ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ვირუსის უფრო მაღალი რისკია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და იმუნოკომპრომეტირებული პირებისთვის.