რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
Air France-ის თვითმფრინავი პარიზის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი თვითმფრინავის სალონში ჰერმეტულობის დარღვევა გახდა, რის გამოც მგზავრებს ჟანგბადის ნიღბების გამოყენება მოუწიათ. ინფორმაციას dailymai-ი ავრცელებს.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები უკეთიათ.
თვითმფრინავი "შარლ დე გოლის" აეროპორტიდან პარასკევს, ადგილობრივი დროით 21:30 აფრინდა, რის შემდეგაც მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
თვითმფრინავი ესპანეთში, ბარსელონაში მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან 17 წუთში სალონში ჰერმეტულობა დაირღვა. პილოტები იძულებულები გახდნენ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინათ და "შარლ დე გოლის" აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აეროპორტის მუშაობა კი შეფერხდა.