დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ამერიკის პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე -1983 წელს დაბადებული ე.ა.

ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა.

ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა  მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის  იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.