1740372372
დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - პოლიციამ 2 პირი დააკავა. ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა.
დაკავებულები არიან 1995 წელს დაბადებული გ.ო. და 1986 წელს დაბადებული ჯ.მ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 ივნისს დიღმის მასივში ერთმანეთს 10-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს დაიჭრა ორი პირი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.