დაუნინგ სტრიტი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა

ტრამპი

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა და მას ლონდონის მხრიდან 100%-იანი მხარდაჭერის პირობა მისცა.