დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს

ბიჭი

დედ-მამისა და ბებიის მკვლელს ოთხწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს.

თელავში დედ- მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ახალგაზრდას, სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ოთხი წლით იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

მამაკაცი ფსიქიტრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო, რაზე დაყრდნობითაც, ის ხონი-ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსჯავრდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებით მკურნალობას გადის.

„გიდასტურებთ, მას დაუდგინდა დაავადების გარკვეული ფორმა, რასაც მკურნალობა სჭირდება. მე შევთავაზე გასაჩივრება, თუმცა მან უარი განაცხადა. ახლა იმყოფება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ოთხი წელი უნდა გაატაროს" - განაცხადა ჩაველაშვილმა.

მკვლელობა თელავში 2021 წლის 7 მარტს მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით, დედ-მამა და ბებია დახოცა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.