ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1752486308
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
"დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ა.ს. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული ნ.ვ. და 2003 წელს დაბადებული ნ.ა.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ვ.ა-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ვ.-ს.
წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბრალდებული ნ.ვ., თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორისაც იმყოფებოდა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული რ.კ, ვ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა. ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, ვ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც რ.კ დაიჭრა. მომხდარის შემდეგ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.