1752512090
საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ეს ახალი არ არის ჩვენთვის - დავით მათიკაშვილი გახარიასა და "ლელოს" მემორანდუმზე

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ცოტა ხნის წინ გახარიას პარტიამ და "ლელომ" არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. მათი განცხადებით, დაიწყება კონსულტაციები ნეიტრალური კანდიდატის შესარჩევად, მერობის კანდიდატი არ იქნება პარტიული და არ ექნებათ კონკურენცია.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რადიკალების და აგენტების გაერთიანება საკუთარი ქვეყნის სიძულვილში, ახალი არ არის.
"საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ეს ახალი არ არის ჩვენთვის. ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ მათი უდაბლესი რეიტინგის ფონზე, შეძლებენ სადმე "ქართული ოცნებისთვის" რაიმე ფორმით არა თუ დამარცხებას, არამედ რაღაცა მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი. არის სურვილი, რომ ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ "ნაცმოძრაობას" გაემიჯნოს საზოგადოების წარმოდგენაში, "ლელო"-"გახარია", ეს ძალები და ისე იყოს აღქმული, თითქოს რაღაც შუაშისტური ძალა, ისე, რომ არც არანაირი მემორანდუმი მათ არ უშველით. ვერც ეს სცენარი, რომელიც აქამდე იყო წარუმატებელი ჩვენს საზოგადოებაში, დღესაც ვერ იმუშავებს და საბოლოოდ, საზოგადოება მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება ყველა რადიკალი", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.