მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ქარი - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1735206452
პროტესტის მეხუთე ღამეს 26 ადამიანი დაშავდა - ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 23 არის აქციის მონაწილე, 3 კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო აქცია დილით ვაკეში დასრულდა.
“კურიერის“ კამერამ ღამის განმავლობაში დაკავების არა ერთი ფაქტი ასახა. აქციის სულ რამდენი მონაწილე აიყვანა პოლიციამ შსს-ს ამ დროისთვის არ უთქვამს.
პარალელურად, გრძელდება სასამართლო სხდომები, განიხილავენ სხვადასხვა დღეს დაკავებულთა საქმეებს. ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, 200-ზე მეტ ადამიანს ედავებიან, აქციის 5 მონაწილეს ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელიც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათგან ბოლო დაკავებულს ედავებიან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას, რომლითაც წყლის ჭავლის მანქანა დაზიანდა.
მედიასთან ისაუბრა, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, ირაკლი დიასამიძემ.
“შაშხანა გადმოაგდეს, გადავისროლე, ერთი მოვასწარი, მეორეზე ყურადღება გავფანტე და ამ დროს დამაკავეს. ვნანობ, რომ რაღაც მაინც ვერ გავაკეთე. ჩემდა სამწუხაროდ, და მომავალშიც ვინანებ, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, იდეაში რამე რომ იყოს გავუწევდი, მაგრამ ვერ გავუწიე,“ - აღნიშნა დიასამიძემ.