„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მის საცხოვრებელ მისამართზე, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ცნობისთვის, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი და მისი რუსი მეუღლე, კრისტინა გაგარკინა 105 შვილის ყოლას გეგმავენ. წყვილი ბათუმში, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. ბავშვებს 16 ძიძა უვლის. ჯერჯერობით ბავშვებს სუროგატი დედები აჩენენ, თუმცა კრისტინა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ფიქრობს, რომ მომავალში თავადაც გააჩენს შვილებს.
ბიზნესმენი ბათუმში წარმატებული და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია და ასევე სხვა ბიზნესსაქმიანობებსაც ეწევა.