ბასილაშვილის უფლებადამცველი დოროყაშვილს ტყუილში ამხელს - ადვოკატი 2018 წლის ფოტოს ასაჯაროებს

ნელი დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ნიუ-იორკში 2018 წლის 28 აგვისტოს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მანჰეტენზე მდებარე სასტუმრო „ჰილტონში“ ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

ამ ბრალდების საპასუხოდ, საქართველოს პირველი ჩოგანის უფლებადამცველმა, სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ფოტო მტკიცებულება, რომელიც 2018 წლის 30 აგვისტოთი თარიღდება. 

ნეკი დოროყაშვილი ამბობს, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს მიიღო დაზიანებები... ეს ფოტო ატვირთულია დოროყაშვილის „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ გვერდებზე, დააკვირდით თარიღს, - 2018 წლის 30 აგვისტო.... ეს არის "ნაძალადევი" დოროყაშვილი... და ეს არის საჯარო ინფორმაცია “, - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა.

ფოტო  სოციალურ ქსელებში ნეკა დოროყაშვილის პირად ფეიჯებზეა განთავსებული, სადაც, ბასილაშვილის დაცვით მტკიცებით, დოროყაშვილი ცრუობს და მას ფოტოზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.