1783343393
არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, 6 წლის წინ, არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის სახლიდან გამოიქცა და უკვე სრულწლოვანმა საფარს მიმართა.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან დაზარალებულთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. მისი ჩართულობით გამოძიებამ გოგოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მოიპოვა.
მოძალადე მამა პოლიციისთვის მიმართვიდან მალევე დააკავეს. 2026 წლის 6 ივლისს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებულის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად გაიზიარა და საკუთარ შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 141-ე მუხლის პირველი ნაწილისშესაბამისად (რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა." - ნათქვამია განცხადებაში.










