კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში სისხლის კალო დაატრიალა. ორი აივნიდან უმისამართოდ დაიწყო სროლა. მოკლულია 5 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი. სპეცდანიშნულების გამოჩენის შემდეგ მან თავი მოიკლა.
ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია. როგორც ყვებიან, ის ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, გულის არეში მოხვდა ტყვია და გარდაიცვალა. გადარჩა ის ადამიანი, ვისაც ოთარ ღვინაშვილი გადაეფარა.
ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ოქროს მოწმე, თავდამსხმელის ვაჟი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, მაგრამ გამოიქცა და მას ეზოში უკვე მოკლული ხალხი ნახა.
ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.
-აქ არ მოასვენონ ცხედარი. თუ უნდათ, ნაგავში გადააგდონ! – ამბობს ათუაშვილის მეზობელი, რომელიც უმძიმესი ღამის თვითმხილველი გახდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი ერთ-ერთ მონაზონია და ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს. ასევე ჰყავს ძმა, რომელთანაც ურთიერთობა არ ჰქონდა.