პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სულ ბრალდებულია 3 პირი. ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი - ბიძინა ხასია, რომელსაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ლევან რაჯავა, რომელსაც 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
27 წლის ანასტასია შატალოვა გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლეს. ამ საქმეზე პოლიციამ ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავა.
ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.
ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.
რუსეთის მოქალაქე, 25 წლის ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს. დანაშაულის ოფიციალური მოტივი არ გავრცელებულა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არაა გამორიცხული სხვა პირების დანაშაულის გამოკვეთოს.