პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავად არ გადაწყვიტონ პრეპარატების მიღება.
"ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვას რომ პრობლემები აქვს, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არის ასეთი შეუძლებელი სტერეოტიპების ის ელემენტარული ცვლილებები, რომლებსაც არავითარი გენერალური რეფორმები არ სჭირდება. უბრალოდ, მარტივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომ - აღარ გამოიყენონ სრულიად გაუგებარი “ზელიონკა“ გამონაყარზე (თუნდაც იმიტომაც, რომ ამ სრულიად უსარგებლო რამით მწვანედ მოხატული რომ მივდივართ ექიმთან, გამონაყარი აღარ ჩანს და ძალიან რთულია რაიმე ამოიცნო).
- არ გაიკეთონ „გადასხმები“, როცა შესანიშნავად შეუძლიათ წყლის დალევა და თუ ექიმი ეუბნება, რომ არ ჭირდება, არ მოითხოვონ კატეგორიულად;
- არ გაიჭყიპონ ბროწეულის და ჭარხლის წვენით ჰემოგლობინის ასაწევად და მიიღონ რკინის პრეპარატი, რაც დანიშნული აქვთ;
- არ მიიღონ და გაიკეთონ გაურკვეველი წარმოშობის „იმუნიტეტის გასაძლიერებელი“ წამლები;
არ მიიღონ ასევე გაურკვეველი წარმოშობის „მცენარეული“ პრეპარატები,
- ყელის ტკივილზე არ მიიღონ ერითრომიცინი და მუცლის ტკივილისას ბისეპტოლი;
- არ იკეთონ „კატე“ კოვიდის დიაგნოზის დასმისთანავე, არ არის საჭირო
- არ სვან თაფლიანი წყალი უზომზე იმ იმედით, რომ „ორგანიზმს იწმენდენ“,
- არ სვან გაზგასული თბილი ბორჯომი და შემდეგ თბილ „გრელკაზე“ დაწვნენ მარჯვენა გვერდზე, ამ გზით არ ხდება არაფრის „გამორეცხვა“, სამაგიეროდ შეიძლება მავნე შედეგი ქონდეს;
შეწყვიტონ საინექციო ამპულების გატეხვის და შიგთავსის დალევის გაუგებარი პრაქტიკა (საინექციო იმიტომ არის საინექციო, რომ ინექციის სახით მიიღება, ხოლო თუ პერორალურად გვინდა, შესაბამისი ტაბლეტი ან ხსნარი უნდა მივიღოთ).
- სრულიად გაუგებრად არ აიკრძალონ ზოგიერთი საკვების მიღება, მაგალითად, პამიდორის (უამრავი დაავადების დროს, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებების დროს, ბევრი ადამიანი რატომღაც არ ჭამს პამიდორს). ასევე ღორის ხორცის მიღება (პამიდორი და ღორის ხორცი განსაკუთრებულად ეჭვმიტანილი პროდუქტებია და ყველაზე მეტად სწორედ მათ ერჩიან).
თითქოს ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რატომ უნდა იწესებდნენ (ან უწესებდნენ) ადამიანები აბსოლუტურად უსაფუძვლო აკრძალვებს;
- ამაზე ადრეც ვწერდი და არ მეზარება გამეორება: არ აიღონ ვალი გინდა თუ არა ბახმაროში და მსგავს ყბადაღებულ კურორტებზე წასასვლელად, არ არის აუცილებელი.
- გაითვალისწინონ, რომ დიაგნოზი ყოველთვის ვერ დაისმევა და ეს შეიძლება არც იყოს ექიმის ბრალი (თუმცა, ცხადია, ექიმებსაც მოგვდის ბევრი შეცდომა და ზემოაღნიშნულ პრაქტიკას, ზოგჯერ, საწუხაროდ, ექიმების რჩევითაც მისდევენ პაციენტები). თავს აღარ მოგაბეზრებთ, ეს სია ძალიან გრძელია. ბოდიშს ვიხდი, თუ მენტორული ტონი გამომივიდა, მაგრამ ამ წვრილმანებს ყოველდღიურად დიდი დოზებით ვაწყდები და მიმაჩნია, რომ სწორ სამედიცინო ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ ჯანმრთელობაზე პირდაპირი ზემოქმედების, ზოგჯერ კი არასაჭირო ხარჯების და დროის ფუჭად კარგვის თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობას გისურვებთ."- წერს ინფექციონისტი.