,,გგონიათ, რომ ჩემს გამო ომს დაიწყებს?" - სტეფანეს მიმართვა

სტეფანე

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მუსიკოსი 12 ივლისს, ბათუმში გამართულ კონცერტზე შესრულებულ სიმღერაზე კიდევ ერთხელ წერს და კრიტიკოსებს მიმართავს:

,,2009-ში ვიმღერეთ პირველად სიმღერა “We Don’t wanna Put in”
იმის მერე რამდენჯერ მაქვს ნამღერი ამ 13 წლის განმავლობაში, თეორიულად ვერ დაითვლება.

რაც ლაივ კონცერტებს ვმართავ, ყველგან ამ სიმღერას ვმღერივარ.

რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ის ”პუტინ ხუილო” ჩავამატეთ.

არ არის ხუილო, ტერორისტი და ბავშვების მკვლელი?
გგონიათ რომ ჩემს გამო ომს დაიწყებს? :))
(თუ ესე გგონიათ, მაშინ არარის კარგად თქვენი საქმე)
რაც შეეხება იმას, 2008- ში ბილეთი ავიღე და გავიქეცი ქვეყნიდან… კი ბილეთი ავიღე, ოღონდ პირიქით, საფრანგეთიდან და სასწრაფოდ ჩამოვფრინდი, როცა ომი დაიწყო ჩემი ორი თვის შვილთან და ოჯახთან და აქ ვიყავი სულ.

მე ვარ მუსიკოსი, ეს არის ჩემი გამოხატვის ფორმა.

თქვენ კიდე საკუთარი სახელებით დარეგისტრირებული ქართველები ( ზოგს რუსულად გიწერიათ სახელი და გვარი) ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში.

“აბა ჩადი და პირში უთხარი” - ჩავდიოდი და უნდა მეთქვა, ევროვიზიას შეეშინდა და დამბლოკეს. მტკიცედ მივდიოდით.

მაგის შემდეგ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ვიმღერეთ ეს სიმღერა, შიში თუ იყო, აქამდე იქნებოდა…
მოვრჩი ამ თემაზე საუბარს.

არ მეცალა აქამდე, სულ გზაში ვართ და ვმუშაობთ, თქვენგან, მოცლილებისგან განსხვავებით", - წერს სტეფანე მღებრიშვილი.