"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

kaci

"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, საუბარია მამაკაცზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში შიშველ მდგომარეობაში ჩანს.

დეტალებს ამ წუთებში ვამოწმებთ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მას სასტუმროში ნომერი ჰქონდა აღებული. ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთახის კარი ჩაკეტა თავად კი აივანზე გავიდა. მამაკაცს, სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.