თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.
„ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ საშუალება მოგვცა, რომ დროულად მომხდარიყო პირველ რიგში, ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ უკვე ლიკვიდაცია. იყო გვერდზე მდგომ შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რაც აღკვეთილი იყო მეხანძრე-მაშველების მიერ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მომხდარზე გამოძიება 187 მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ხანძარი ,,ამბასადორში" დაახლოებით, 18:00 საათზე გაჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სასტუმროს ადმინისტრაციამაც. მათი ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.