როგორ მოქმედებს რწევა და ქანაობა ბავშვის გონებაზე - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

საქანელა

საქანელა მხოლოდ გასართობი მოწყობილობა როდია. მას ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

საქანელა ხელს უწყობს მოქნილობას, მით უმეტეს, თუ დედა აქტიურად არ ერევა ბავშვის საქანელაზე მოთავსების და ქანაობის პროცესში. უკვე მოზრდილ ბავშვს მიეცით საშუალება, თავად მოკალათდეს საქანელაზე და გაქანებაც სცადოს, მის მაგივრად ნუ შეასრულებთ მოქმედებებს. კარგი იქნება სავარძელზე ასვლისას, ბავშვმა ისწავლოს ხელებზე აწევა, ხოლო ჩამოსვლისას ზურგი მიაბრუნოს წინ და, ამრიგად, ადვილად დაეშვას საკმაოდ მაღალი საქანელიდანაც კი.

არსებობს ქანაობის სხვადასხვა მეთოდი: ზურგზე მიყრდნობით, ასევე „უკნიდან წინ“ მიმართულებით, ფეხზე დგომით ქანაობა! როგორც წესი, ბავშვები ჯერ ფეხზე დგომისას სწავლობენ ქანაობას, ამიტომ მათთვის უფრო ადვილია საქანელების მართვის პრინციპის გაგება. ეს არის 2,5-3 წლის ასაკის ბავშვების ძალა. ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ იყავით ახლოს. დგომისას რხევა შესანიშნავად ავითარებს ძალას, მოქნილობას და მოძრაობათა კოორდინაციას, ასწავლის ბავშვს შიშის დაძლევას, რაც მნიშვნელოვანია ხასიათის ჩამოყალიბებისთვის და ცოტა მოგვიანებით, ბავშვი ისწავლის რხევას და ჯდომას. მაგრამ ამისთვის დედას უნდა „დაავიწყდეს ხოლმე“ მისი გაქანავება. რაც ხშირად „დაავიწყდება“, მით უკეთესი. თუ დედა სულ თავად აქანებს საქანელას, ის, რა თქმა უნდა, ნაკლები სარგებლის მომტანი იქნება. 

საქანელები და კარუსელები ხელს უწყობს ვესტიბულური აპარატის გაძლიერებას. ეს პატარა ორგანო მდებარეობს შუა ყურში და პასუხისმგებელია წონასწორობის გრძნობაზე, გვეხმარება სივრცეში ორიენტირებაში. ვესტიბულური აპარატი ბავშვობაში ინტენსიურად ვითარდება და საბოლოოდ ყალიბდება 10-15 წლის ასაკში. მისი არასწორი განვითარების ბრალია, რომ ბევრ ბავშვს (და ხშირად ზრდასრულს) თვითმფრინავში, მანქანაში, გემზე გული ერევა.