დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პოლიციამ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„კურიერის“ ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა.
ამასთან, აფთიაქის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, ვინაიდან უთანხმოება აფთიაქის გარე პერიმეტრზე მოხდა.
„იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ ვინ იყო პიროვნება არ ვიცი, რადგან ეს მოხდა გარე პერიმეტრზე. ჩემი კოლეგებიც არ არიან ინფორმირებული, რომ ეს პიროვნება იყო ვანო მერაბიშვილი. იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ არ იციან, ის პიროვნება ვინ იყო. ვერ ადასტურებენ, იყო მერაბიშვილი თუ არა," - აცხადებს აფთიაქის ერთ-ერთი თანამშრომელი.