ახალი დეტალები წყალტუბოში გაუჩინარებული გოგოს შესახებ

giorgobiani

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოდან გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი, რამდენიმე საათის წინ პოლიციამ აჭარაში იპოვა.

ადგილობრივები, ამბობენ, რომ გოგონა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „პრაიმტაიმს“ უთხრეს, დედა დარწმუნებული იყო, რომ „გოგონა თავს არაფერს დაუშავებდა“.

„რაც მთავარია, ჯანმრთელადაა და ოჯახში მალე დაბრუნდება“,- ამბობს ოჯახის ნაცნობი.

ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო პოლიციაში იმყოფება და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.