„ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება სურთ. დაე, სცადონ“ - პუტინი

vladimer putini

ბოლო დროს დასავლეთში განცხადებები ისმის, რომ დონბასში რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს - დაე, სცადონ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

„დღეს გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება სურთ. დაე, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები