პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მეუღლის ოჯახის წევრები მას მუსლიმური ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
სამართალდამცველებს ქმარი დაკავებული ჰყავთ. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ქალმა პროცესზე ფოტომასალა წარადგინა, რომელზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს.
დაზარალებული ამბობს, რომ მასზე ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ის სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.