ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ქმრებმა მოკლეს - გახმაურებული შემთხვევები

ფემიციდი

ამ კვირაში, გურამიშვილის გამზირზე ავტობუსში ქმრის მიერ მეუღლის საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება ფემიციდის შემთხვევებზე აალაპარაკა.

26 წლის ბეტა ნაჭყებია

2020 წლის 18 იანვარს 26 წლის ბეტა ნაჭყებია ყოფილმა მეუღლემ,32 წლის ლევან ლომიძემ  საწოლში ნაჯახით მოკლა. 

გოგონას ცხედარი ბებიამ იპოვა. 

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ტანის არეში ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობა გახდა. 

ბეტა ნაჭყებიას 5 შვილი დარჩა. 

22 წლის ქეთა კეპულაძე

5 თვის ორსული ქეთი კეპულაძე მეუღლემ, გოგა გზირიშვილმა 2021 წლის 22 დეკემბერს 1 წლის შვილის თვალწინ მოკლა. 

მეზობლების თქმით, მამაკაცმა 112-ში თავად დარეკა და პოლიციას თავად ჩაბარდა.

გზირიშვილი პოლიციამ მალევე დააკავა. მან ბრალი აღიარა. 

19 წლის სალომე ჯორბენაძე 

სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში, ერთ-ერთ პარკში ყოფილმა მეუღლემ, სერგი საცერაძემ მოკლა.

სასამართლომ საცარაძეს მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მან იარაღიდან 5 გასროლით მოკლა ყოფილი მეუღლე.

„მე ვიმსახურებ სასჯელს, მაგრამ - სამართლიანს.. „პოლიციელის სტატუსმა და მედიის მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის აქტიურმა გაშუქებამ დაამძიმა ჩემი სასჯელი. მე არასდროს მიმიყენებია ჩემი მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არ იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა და მე ის მიყვარს დღემდე“, - თქვა სასამართლო პროცესზე სერგი საცერაძემ.

35 წლის ნონა ჭაბაშვილი

ლაგოდეხში, 2022 წლის 16 იანვარს ნონა ჭაბაშვილი საკუთარმა მეუღლემ ჯერ მოკლა შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“

მომხდარზე შსს-მ 35 წლის გიორგი ბარბაქაძე დააკავა. 

30 წლის ნათია გოგოლაძე 

2019 წლის 11 ოქტომბერს ნათიას მაღაზიაში ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ მიაკითხა.

დეკანოიძემ ჯერ ხელყუმბარა შეაგდო მაღაზიაში, რომელიც არ აფეთქდა.

შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა და როდესაც ქალმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა, ყოფილი ქმარი დაეწია და თავში ისე ურტყა იარაღის კონდახი, რომ გოგო იმავე დღეს ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა. 

 

ასევე ნახეთ ვიდეო