ადვოკატი, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს

მოკლული გოგო

ადვოკატი 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის მკვლელობა ბრალდება, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს.

როგორც ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ლაჩაშვილი ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული და სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სავარაუდოდ, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.

უცნობია, დაკავებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს სასამართლო პროცესზე რა პოზიცია ექნება.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.