60 წლამდე კაცს, რომელმაც კახეთში 1 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა, ამ დრომდე ეძებენ

პოლიცია

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 60 წლამდე მამაკაცს კახეთში, რომელმაც ჯართის გამო მომხდარი უთანხმოების ფონზე ერთი ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა.

მოკლულია 46 წლის კახა მჭედლიშვილი, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, სოსო გოგიაშვილმა სანადირო თოფი ესროლა. დაჭრილია მჭედლიშვილის ძმა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. კლინიკიდან უკვე გაწერეს მოკლულის დედა, რომელსაც ტყვია მაშინ მოხვდა როდესაც შვილის გადარჩენას ცდილობდა.

რაც შეეხება მესამე დაჭრილს - ის ეჭვმიტანილის შვილია, რომელსაც ტყვია შემთხვევით მოხვდა.

დანაშაული თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა.