„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საუბარია ილია თვალიაშვილის, ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდებზე. პროკურატურა თვალიაშვილთან დაკავშირებით ბრალდებული ცოტნე ჩიხლაძისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ სააპელაციო დაკავებული 6 პირისთვის, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას პატიმრობის შესახებ, უცვლელს დატოვებს.
განსხვავებული მოლოდინები აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატი, რომელიც ლექსო ლაშქარავას ცემისთვის მსჯავრდებულ თორნიკე დავლაშერიძეს იცავს, იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული 5 წლიანი პატიმრობა შემცირდება.
2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შედეგად დაზარალდა 53 ჟურნალისტი. სულ დაკავებულია 27 ადამიანია. მათ დიდ ნაწილს ერთიდან 5 წლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი.