გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
"2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ ახორციელებდა. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ აღნიშნული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
„მაგალითისთვის, 2009-12 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ დაახლოებით, 3000-დან 4000-მდე საჩივარს. სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ“, - დასძინა ბრეგაძემ