კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მეზობლების დავას უზენაესი სასამართლო განიხილავს.
საქმე ეხება კაკლის ხეს, რომლის მოჭრას ავთანდილ ნასყიდაშვილი ბეგიაშვილებს, ორ წელზე მეტია, სთხოვს.
„ჩემი ავტოფარეხის ჩრდილოეთ მხარეს, 80 სმ–ის დაშორებით ბეგიშვილებს აქვთ კაკლის ხე. ავტოფარეხის აშენებიდან გავიდა 16 წელი, ხე გაიზარდა და ფარავს ჩემი ავტოფარეხის სახურავის მესამედს და მომავალში, ალბათ მთლიანად დაფარავს, რაც საშიშროებას შეუქმნის ჩემს შენობა–ნაგებობას. ვინაიდან შენობის სახურავი გაკეთებული მაქვს ლითონით, დაცემული ფოთლები იწვევს დაჟანგვას, შემოდგომას ნაყოფი ცვივა სახურავზე, რომლის ხმა საგრძნობლად შემოდის ოთახებში. არის საშიშროება, რომ კაკლის ხის ფესვებმა დააზიანოს შენობის საძირკველი“, – ამბობს ავთანდილ ნასყიდაშვილი.
ბეგიშვილების ოჯახის თქმით, კაკლის ხე, რომელზეც დავა მიმდინარეობს 1990–იან წლებშია დარგული, ხოლო ავთანდილ ნასყიდაშვილმა შენობა 2004 წელს, მშენებლობის ნებართვის გარეშე, დარგულ ხესთან კანონით დადგენილ დაშორებაზე ახლოს ააშენა. ამასთანავე, შენობა რამდენიმე მეტრით ბეგიშვილების საკუთრებაშია აშენებული.
„ავთანდილ ნასყიდაშვილმა თავად დაარღვია ის, რაზეც ამჟამად დავობს. ნასყიდაშვილს მშენებლობა რომ ეწარმოებინა მშენებლობის ნორმების დაცვით და მშენებლობის ნებართვით, მაშინ შენობა–ნაგებობა ვერ შემოიჭრებოდა ჩვენს საკუთრებაში. ასევე, მას მოუწევდა 5 მეტრის დისტანციის დაცვა, რითაც აღარ იარსებებდა დავის საფუძველი. ჩვენი მხრიდან კონფლიქტის გაღრმავებას მოვერიდეთ და უკანონო მშენებლობა არ გავუსაჩივრეთ“, – აცხადებენ ბეგიშვილების ოჯახში.
წყარო: „სამხრეთის კარიბჭე“
ასევე დაგაინტერესებთ:
აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
„რამდენჯერაც ვიყვირე, რომ კარგად ვარ, იმდენჯერ საპირისპირო დამხვდა წინ...“ - სალომე კაპანაძე