გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში არასრულწლოვანი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე რამდენიმე ათეული მოზარდი იმყოფებოდა.