ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა დამნაშავედ ცნო.
ნატიკ მაგამაროვი და ეგანა მაგამაროვა საქმის ორივე ნაწილში იქნენ ცნობილი დამნაშავედ. ნატიკ მაგამაროვს 3 წლითა და 6 თვით, ეგანა მაგამაროვას კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვით სარგებლობისას, აითაჯ შახმაროვას დედამ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და პირიქით, საქმეში დაზარალებულია.
ცნობისთვის, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.
მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვია, რომელმაც იქამდე ის იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.
ამავე თემაზე:
14 წლის აითაჯ შახმაროვას მოტაცების ფაქტი კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334