„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
ახალციხეში, ერთ–ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელ მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებულ ბულინგის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი წერია, რომ პედაგოგის ქმედებამ მოსწავლის ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მასწავლებელს 1050 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 ივნისს მიიღო. არასრულწლოვანის ინტერესების დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, უზენაეს სასამართლომდე მასწავლებელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თუმცა საჩივრის განხილვაზე უარი უთხრეს:
„სააპელაციომ საჩივრის დასაშვებაზე უთხრა უარი, რადგან სადაო საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს. შესაბამისად, 1050 ლარს აპელაციაში ვეღარ გაასაჩივრებდნენ, ამის გამო სააპელაციომ უთხრა უარი, რაც გაასაჩივრეს უზენაესში. უზენაესმა სასამართლომ დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში. პირველ ინსტანციაში ჩვენ ვითხოვდით მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას“,–აცხადებს ის.
არასრულწლოვნის ბებიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოიგეს, მასწავლებლის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება მაინც მსუბუქია. იგი აპირებს პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლების მოთხოვნით, სკოლის დირექტორს უახლოეს დღეებში მიმართოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ინტრიგებს და გარშემომყოფთა დაცინვის ცდუნებას - ცაგარელის გაფრთხილება
მეგან მარკლი ბიონსეს კონცერტს დაესწრო და გლამურული ფოტოებიც გამოაქვეყნა