მეგან მარკლი ბიონსეს კონცერტს დაესწრო და გლამურული ფოტოებიც გამოაქვეყნა

მეგან მარკლი

მეგან მარკლი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ბიონსეს კონცერტს დაესწრო და გლამურული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ბიონსეს ლოს-ანჯელესური კონცერტი დღეს დასავლური მედიის მთავარი თემაა. გარდა იმისა, რომ 42 წლის მუსიკოსმა დაბადების დღე პირდაპირ სცენაზე აღნიშნა, იუბილარის კონცერტს მსოფლიო ვარსკვლავები ესწრებოდნენ. მათ შორის მეგან მარკლი, რომელმაც სასახლიდან წასვლის შემდეგ, პირველად გააკეთა არაოფიციალური განაცხადი, რომ შოუბიზნესში დაბრუნებას აპირებს. სასექსის ჰერცოგინიამ ახალი ფოტოები გაგვიზიარა, სადაც ის კელი როულანდთან და კერი ვაშინგტონთან ერთად პოზირებს. კონცერტზე თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ კარდაშიანები, ასევე, ჯეფ ბეზოსი საყვარელ ქალთან ერთად.

თავად ბოინსე საკუთარ დაბადების დღეზე ბრწყინავდა ავსტრალიური ბრენდის „ტამარა რალფის“ ვარდისფერ საღამოს კაბაში. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი, მაინც  მეგან მარკლის შოუ-ბიზნესურმა ფოტოებმა გამოიწვია. ყველა წერს, რომ მეგან მარკლი არ უშვებს შანსს ხელიდან, გაამწაროს სამეფო ოჯახის წევრები, რომლებსაც მეუღლესთან ერთად გაემიჯნა.

 

@bopmgzn Only in Los Angeles lol #boptok #beyonce #renaissancetour ♬ CUFF IT - Beyoncé

 

ასევე ნახეთ:

არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ინტრიგებს და გარშემომყოფთა დაცინვის ცდუნებას - ცაგარელის გაფრთხილება

VIDEO: შსს ავრცელებს ფარულ კადრებს, როგორ ყიდდნენ გურიაში ნარკოტიკს

მამამ იუთუბერი შვილი მოკლა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც ერაყში მასობრივი პროტესტი გამოიწვია