არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ინტრიგებს და გარშემომყოფთა დაცინვის ცდუნებას - ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს:

„არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ინტრიგებს და გარშემომყოფთა დაცინვის ცდუნებას. შეასრულეთ დაპირებები და დაასრულეთ დღეს დაწყებული საქმე. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტ ლაპარაკს, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინფორმაციის დამუშავებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, პრეზენტაციების და გამოფენების მოსაწყობად, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც რამდენიმე დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შოკში ვიყავი... ექიმმა მითხრა, შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო...“ - როგორ გადაურჩა შვარცნეგერი სიკვდილს

მამამ იუთუბერი შვილი მოკლა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც ერაყში მასობრივი პროტესტი გამოიწვია

VIDEO: „ღმერთო, გვაკმარე ამდენი უბედურება!“ - შემზარავი კადრები სტიქიის ზონიდან (მსოფლიო)