1740160454
კახეთში „ღვინის დღეები 2022" დაიწყო

„ღვინის დღეები 2022"- ღვინის ფესტივალი თელავში უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი თელავიდან დაიწყო და დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონის ყველა ქალაქში ჩატარდება.
მეფე ერეკლეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30-ზე მეტი ღვინის კომპანიას საკუთარი პროდუქცია აქვს გამოტანილი. ფესტივალში მონაწილეობენ ყველის მწარმოებლებიც.
კახეთის რეგიონში ღვინის დღეები, 15 ოქტომბერს, გურჯაანში დასრულდება. ღვინის დღეების გახსნას თელავში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, რომელსაც ფესტივალის დაწესების ინიციატივა ეკუთვნის. ფესტივალის მიზანი, ქართული ღვინის ტრადიციების, წარმოების, მიღწეული შედეგების გაცნობაა.