ქუთაისმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა

რეგიონი

9 ოქტომბერს ქუთაისმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.

ფესტივალის ფარგლებში ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები.

ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული იმერული კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ. მოეწყო ინსტალაცია „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ფოტო-კუთხეში წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქვევრი“. ქუთაისში ღვინის დღის აღნიშვნა სუხიშვილების კონცერტით „ქარაბშა“ დასრულდა.