ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების ადგილზე ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილეებთან და პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურები.

დავით კოდუა ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულეს.

შემთხვევის შედეგად ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მესამე და მეოთხე დაშავებულს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.