ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია, ხოლო ამავე გზის 96-ე კმ-ზე  ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილ შემოსავლელ გზაზე, რევერსულად.