დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, „პეგასუსმა“ ბოდრუმიდან მოსკოვის მიმართულებით 2 სექტემბრის რეისი გააუქმა, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
როგორც მგზავრებს ავიაკომპანიაში განუცხადეს, რეისი „საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების“ გამო გაუქმდა.
„არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თურქული მხარე რეისების შესრულებას კრძალავს“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
გარდა ამისა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საინფორმაციო ტაბლოზე „პეგასუსის“ კიდევ ორი რეისია გაუქმებული – სტამბოლის და დალამანის მიმართულებით.
ასევე, ღამისა და დილის განმავლობაში გაუქმდა „თურქიშ ეარლაინსის“, სულ მცირე, ორი რეისი სტამბოლის მიმართულებით, ავიაკომპანია „ნესმა ეარლაინსის“ ერთი რეისი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით და „შირაკ ავიას“ – ერევნის მიმართულებით.
ამასთან, „თურქიშ ეარლაინსს“ მომდევნო ფრენების შესახებ ინფორმაცია ცვლილებების გარეშეა მითითებული.
ცნობისთვის, 2 სექტემბრის ღამეს ვნუკოვოს აეროპორტში, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოსკოვის დროით დაახლოებით დილის ექვს საათზე „როსავიაციაში“ განაცხადეს, რომ შეზღუდვები მოხსნილია.
ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე „სახიფათო ხდება“, რადგან „რუსეთის ცაზე დრონები ისეთი მასშტაბით გამოჩნდებიან, ამის გათვალისწინება აუცილებელი იქნება“.
პუტინმა ზელენსკის ამ განცხადებას „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.