გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ვახტანგ თაქთაქიძეს შეხვდა, ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის მენეჯმენტთან ერთად სასწავლო დაწესებულების სამომავლო გეგმები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები მიმოიხილეს. ასევე, მათთან ერთად გაეცნენ სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზას.
ხაზი გაესვა წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო მერიის პროგრამას - „მერის სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტებს“.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქალაქში უნივერსიტეტის არსებობას, ჩვენ საოცრად ნიჭიერი და კრეატიული ახალგაზრდობა გვყავს, უამრავი საინტერესო იდეით. ჩემი დიდი სურვილია, ერთად
ბევრი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელოთ. მზად ვართ, მივიღოთ თქვენგან საინტერესო იდეები და ინიციატივები,“ - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა შეხვედრაზე.
შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ბუცხრიკიძე ესწრებოდა.