ვანში, გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ვანი

ქალაქ ვანში, გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.

ეზოს შესასვლელში ეწყობა ქვის კედელი, ტყე-პარკის ყველაზე მაღალ ადგილზე კი გადმოსახედი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფანჩატურის, შადრევანის, საბავშვო ატრაქციონების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

სამუშაოებს ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არბა“.

გივი-ყიფიანის სახელობის ტყე-პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი, საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და მისი ღირებულება 751 730 ლარს შეადგენს.