პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, ბზვანის, ამაღლების და საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.
ბზვანში მიმდინარე შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ზედა-ბზვანის ცენტრიდან ბაძგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას.
ქვედა ბზვანის მაცხოვრებლებმა კი საუბნო გზის რეაბილიტაციის საკითხს.
ამაღლების ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ძირითად მოთხოვნად ფუტკარაძეების უბანში, ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის მოწესრიგება, ე.წ. ჭა დასახელდა.
რაც შეეხება ინაშაურში მცხოვრებ ადგილობრივებს, მათთვის საუბნო გზის რეაბილიტირება, საპრასიაში საბავშვო ბაღისთვის სასმელი წყლის მილების შეძენა და სტადიონის კეთილმოწყობაა პრიორიტეტი.
რომანეთში მცხოვრები ადგილობრივებისათვის კი ძირითად მოთხოვნას სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა წარმოადგენს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.შეხვედრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.