წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან - გოჩა ჭუბაბრიასთან, ვლადიმერ ხელაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 134 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის მშობლიურ ქოხში გაიმართა პერფორმანსი შუამთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ფოლკლორული ანსამბლ „შუამთას“ მონაწილეობით.
პოეტის დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.
ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.