რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 9 წლის ბიჭი სანიაღვრე დაიხრჩო.
შემთხვევა, ქალაქ წნორში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა მოუსწრო.
ისინი ვარაუდობენ, რომ წვიმის და ქარის გამო, მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც დიდი რაოდენობით წყალი მოდიოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.