პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უახლოეს დღეებში დაიწყება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 12 - სართულიანი ბინის სრული რეაბილიტაცია და განახლება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხდომაზე განაცხადა.
„ ჩვენს თანამოქალაქეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დავპირდით და ვასრულებთ პირობას - დოლიძის და ჭავჭავაძის ქუჩების პარალელურად, უახლოეს დღეებში დაიწყება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი ბინის სრული რეაბილიტაცია და განახლება. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს მრავალბინიანი კორპუსი ქალაქის განახლებულ იერსახესთან შესაბამისი და როგორც თეატრის წინ ახალი, ევროპული ტიპის მოედნის სივრცეში, ასევე გმირთა მოედნის სივრცეში გამორჩეული იქნება. პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან და ავთენტური შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, ვიწყებთ ინოვაციური პროექტის - Street Art-ი ოზურგეთისთვის (ანუ, ქუჩის ხელოვნება ოზურგეთისთვის) განხორციელებას. ეს პროექტი გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას და მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. თბილისში, ასევე ევროპულ ქალაქებში ეს მიმართულება ძალზედ პოპულარულია და ხელს უწყობს ქალაქების ცნობადობის გაზრდას. ვავალებ ჩემს მოადგილეს, შეარჩიოს ამ პროექტისთვის შესაფერისი ადგილები, არტისტებთან ერთად ასევე, დამუშავდეს ოზურგეთისთვის თემატური ნახატები და დაიწყოს პროექტის განხორციელება,“- აღნიშნავს თალაკვაძე.